giorgi
 
  • კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
  • კიდეც ვილოცებ გუდანს;
  • მთაში დარჩენილ ხევსურებს,
  • არდავიწყება უნდა!
  • ასა, არღუნი, ანდაქი;
  • პირიქითაი ხევები;
  • უნდა მივხედოთ, ანდა კი
  • მას წაგვართმევენ დევები.
  • ღმერთო მაჰხედე ხევსურეთს,
  • საკლავებ იკლას ხატობას;
  • არ მახკლდებოდეთ ხევსურებს,
  • ჯიხვის რქა, ლუდი, დათრობა;
  • სანეს იღრეონ ვაჟებმა,
  • ათენგენას სცენ თაყვანი;
  • ხმალ ატრიალოს მაჯებმა,
  • მტერს არ ვეგონოთ ჯაბანნი;
  • ქალებს ექსოვოთ ფარდაგი,
  • ჭრელა-ჭრულაი ნოხები;
  • სალოცავს ხყავდეს ქადაგი,
  • საძოვარს ცხვარი ძროხები;
  • ცხოვრება მიჰქრის ტიალი,
  • გაჭენებული ცხენივით;
  • ადათთა ორომტრიალი,
  • წარსულს ეცემა ბერივით;
  • კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
  • კიდეც ვილოცებ გუდანს;
  • მთაში დარჩენილ ხევსურებს,
  • არდავიწყება უნდა!!!
  • ----------------------------

  •  არწივი ვნახე დაჭრილი,
  • ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
  • ეწადა ბეჩავს ადგომა,
  • მაგრამ ვეღარა დგებოდა,
  • ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,
  • გულისპირს სისხლი სცხებოდა.

  • ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
  • ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
  • თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
  • გაშლილს, გაფანტულს ველადა!
  • _____________________
  •   ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
  • რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ;
  • ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე!
  • მძინარიც ამას ვდუდუნებ,
  • საწყალთ საწყლობა რომ მესმის,
  • იმათ ვარამზე ვწუწუნებ;
  • არც როს უსაქმო არა ვარ,
  • მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.
  • ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,
  • ბეჩავთაც გავუზიარებ,
  • სიკეთისათვის სიკეთეს
  • არავის დავუგვიანებ,
  • ავის თქმით, ავის ქცევითა
  • გულს არვის დავუზიანებ”..
  • _______________________
  •  რა ლამაზია თუშეთი და ლაშარობა თუშური, 
  • რქებჩაგრეხილი ჭედილა სანთლით შუბლგადატუსული, 
  • ფერდობზე ჩამწკრივებული კოხტა ვაჟი და ქალია, 
  • ხევებში ამღერებული შმაგი ალაზნის წყალია.
  • ჯიხვის რქით ცივი ლუდის სმა, ცეცხლზე შიშხინი მწვადისა, 
  • გარმონზე აცეკვებული თითები თუშის ქალისა. 
  • თვალებს დავხუჭავ, კვლავ მოსჩანს სადოღე ცხენთა კისრები 
  • და ქორბეღელას ფერხულში მგლისმუხლა მწყემსი ბიჭები.
Добавить в избранное
Интересные сайты
Intportal.ru
Фильмы, программы, игры, книги и другое бесплатно!
Браслеты

Раскрутить мой сайт!Раскрутить мой сайт!
Другие сайты
pseudo-person Ян Герасимович
metalovyrobu0
abpam АНДРЕЙ
clasa9b Eugen Znagovan
mefodia-vv Владимир Мефодовский
Посетители
Календарь
<
Май 2012
>
ПнВтСрЧтПтСбВс
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
Подписка
E-mail: 
Вернуться на главнуюgiorgi / SAKARTVELO
sakartvelos gaumarjos!
Название сообщества: giorgi xevsuri
О сообществе

მოდი,არწივო,სადა ხარ, შორითვე გიცნობ ხმაზედა, შენს მოსვლას როცა კი ვიგრძნობ, გამოვიცვლები წამზედა. მყის ვტოვებ დედამიწასა, გადავსახლდები ცაზედა, ხან ფანდურს შევაჟღარუნებ, ხან დავამღერებ თარზედა.ხან ვტირი,ხანაც ვლოცულობ, ხან ბრაზს,შხამს ვანთხევ შხამზედა: როცა არწივი თან მახლავს, მაზის მარჯვენა მხარზედა, მეფისა მადგას გვირგვინი, ვზივარ სამეფო ტახტზედა

Форум - Обновления
ჩემი სამშობლო
ჩემი სამშობლო
ტკბილია, როგორც დედის რძით ბალ...
კაი ყმა, მგელი, არწივი -
კაი ყმა, მგელი, არწივი -
არც ერთ არ გაიწურთნება! ...
რა ლამაზია თუშეთი და ლაშარობა ...
გულსა მომაწვა ვარამი
ვით ნაგუბარი წყალიო.
რა ...
*К.А.В.К.А.З.Е.Ц**--Народы, уч...
Говорят, в то время как Бог распределял места для разны...
**К.А.В.К.А.З.Е.Ц**
__________$$$$___________,
____$$____$$$$____$$__...
(Еще...)
Кто на сайте?
Анонимные: 1, Зарегистрированные: 0 (?)
Жалоба | Размещено на MyLivePage | | © Kolobok smiles, Aiwan